შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე - გუშინ  ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ - ცხვირი ჰგავდა? ჰგავდა,  ყური ჰგავდა? ჰგავდა, ასევე ჰგავდა ქცევაც

გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? - ჰგავდა. ყური ჰგავდა? - ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი დაპირისპირება ე.წ. სისხლიან ბანერთან პარალელის გავლებით შეაფასა.

მისივე თქმით, აგრესიისა და ზიზღის ტირაჟირებას ოპოზიცია უწყობს ხელს.

„შედით სოციალურ ქსელში და ოპოზიციაზე ერთი კრიტიკული სტატუსი დაწერეთ. დააკვირდით რეაქციებს, ზიზღს, აგრესიას, გარიყვას, რომელიც იქნება თქვენ მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც სოციალურ ქსელში იქმნება. რაც შეეხება ბილბორდებს, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები ასეთი მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ - შევიდნენ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ბილბორდების განთავსებაზე პასუხისმგებლობა ადამიანთა ჯგუფმა და კონკრეტულმა პირმა უკვე აიღო და „ქართულ ოცნებას“ ამასთან კავშირი არ აქვს.

„რა სხვაობა რომელიღაც ქუჩაზე განთავსებულ 10-მეტრიან ბანერსა და ინტერნეტში 10-სანტიმეტრიან ფოტომონტაჟს შორის? თქვენი აზრით, ბავშვები ასეთ ბანერებს ინტერნეტში არ ნახულობენ? ბავშვები ვაჟა-ფშაველაზე რომ დადიან და რაღაც ბილბორდს ხედავენ, ინტერნეტშიც ხომ შედიან და ხედავენ ფოტოკოლაჟებს? კახა კალაძემ ხომ თქვა, მე ოჯახი არ მყავსო? ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პროვოკაცია მოაწყო, რამაც ადგილზე ვითარება გაამწვავა.

„ის ასეთ მაგალითს აძლევს საკუთარ აქტივს და გასაგებია ამ ადამიანებისგან რაც არის მოსალოდნელი. ჩვენ ვიხილეთ სისხლიანი ბანერიდან გადმოსული ნიკა მელია. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი პროვოკაციები აუცილებლად იქნებოდა. მსგავსი პროვოკაციის შედეგად, დამნაშავის ძებნა აქეთა მხარეს იგივეა, რაც რუსეთის პროვოკაციას რომ საქართველომ უპასუხა, აქ საქართველო დავადანაშაულოთ. აქ დამნაშავე ცალსახად არის ნიკა მელია. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი. გუშინ საუბარი იყო თმენის ვალდებულებაზე, მაგრამ როდესაც მეორე პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არ არის უბრალოდ მოქალაქე, მოდის და ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც იმ სისხლიანი ბანერიდან გადმოვიდა და ისე იქცევა, როგორც გუშინ ვნახეთ. ის ბანერებიც ამიტომ უხდებათ მათ, რომ ეს არის ძალადობასა და ზიზღზე დაფუძნებული ორგანიზაცია. სამწუხაროდ, ეს არის ამ პარტიის მთელი ტრაგიზმი. მათ სიკეთეც კი მტრობით აქვთ აშენებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს