სერგო ჩიხლაძე - წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება - ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებას

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არარსებობისა და აცრის ტემპის დავარდნის გამო, შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის „მეხუთე ტალღაა“ მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ე.წ. მეხუთე ტალღა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს იქნება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მომზადებული დახვდება ქვეყანა ამ „მეხუთე ტალღას“. ასეთი მოუმზადებლობით, რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც „მეოთხე ტალღის“ პირობებიც კარგად მართეს სიტუაცია და ასეთი მაღალი არც სიკვდილიანობა ჰქონდათ, არც ავადობის შემთხვევები. ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ყველა ტალღის პირობებში. მითუმეტეს, როდესაც დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ჩვენ წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება. სამწუხაროდ, გარდაცვალებისა და დაინფიცირების თვალსაზრისით კვლავ მაღალი ციფრები გვექნება. ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს. ის, რომ ადამიანები არ იცრებიან, ისევ და ისევ გამომდინარეობს იქედან, რომ ვაქცინაცია გვიან დაიწყო და რაც მთავარია, მიზანმიმართული საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანია დღემდე არ მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან. 8 თვე დაგვიანებულია უკვე მიზანმიმართული, სექტორული მუშაობა. საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანია და ასევე ადგილებზე მუშაობა რეგიონებში ფაქტობრივად არ მიმინარეობს. ეს არის უპასუხისმგებობა, არაკომპეტენტურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის როგორც ახლანდელის, ასევე წინა პრემიერის და ზოგადად, ხელისუფლების“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა