სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა.

პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.

„ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დიმიტრი ამილახვარს, ეროვნული გმირის წოდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს