იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ იმდენად ხშირად იყენებს სააკაშვილს თავის სასარგებლოდ, ჩემი ვერსიაა, რომ ამაში ფულს იხდის

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას აწყობს ვადამდელი არჩევნები და არ ელოდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასგან იმ განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ ვახტანგ მეგრელიშვილს ჰგონია, რომ თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ის არ იქნება პარლამენტის წევრი, რის გამოც ღელავს.

იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ ნიკა მელიას აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა: „ყოჩაღ მაგას“.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მისთვის გაუგებარია ოპოზიციას რა უხარია, მაშინ როდესაც IPSOS-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ და გიორგი გახარიას რეიტინგი, დანარჩენი ოპოზიციის მაჩვენებელზე მეტია.

იაგო ხვიჩია დასძენს, რომ გახარიას ჯერ იმდენი პოლიტიკური დრო არ გაუტარებია ოპოზიციაში, რომ „აპრიორი ჭეშმარიტ ოპოზიციონერად ჩავთვალოთ“.

„ჩვენ პირველები ვამბობდით, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოვიყენოთ. უბრალოდ, რა კვლევას ზეიმობდნენ გუშინ, როგორც გამარჯვებას?- სადაც 41% ეწერა „ქოცებს“ 36% - „ნაცებს“ და 13% გახარიას, წარმოიდგინეთ, 41+13 არის 54 პროცენტი.

მგონია, რომ გახარიას ჯერ იმდენი პოლიტიკური დრო არ გაუტარებია ოპოზიციაში, რომ ჩვენ ეს აპრიორი ჭეშმარიტ ოპოზიციონერად ჩავთვალოთ და არა „ქართულ ოცნებასთან“ და მინიმუმ ბიძინა ივანიშვილთან რაღაც ტიპის შეთანხმებაში მყოფად. შეიძლება ტყუილად ვაბრალებთ, მაგრამ დრო ხომ უნდა გავიდეს? მე მაწყობს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ზოგადად საერთო ოპოზიციური საქმისთვის „ქართულ ოცნებას“ ხომ არ უხანგრძლივებ ვადას? მე რა შუაში ვარ? მე თუ ავიღებ 2%-ს ხომ დასრულდება ეს ლაპარაკი, გასაგებია რომ მე იგივე შედეგის აღება შემეძლება ახალ არჩევნებზეც“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ეს არჩევნები არის პლაცდარმი ახალი არჩევნებისთვის, ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და ამის მოლოდინი ხალხს არ უნდა შევუქმნათ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ეს ჩემი შინაგანი რწმენის ამბავია, ასე ვმოძრაობ. მე ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში მაწყობს. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მე არ მაწყობს ვადამდელი არჩევნები. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ვადამდელი არჩევნები არის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მე ყოველთვის მომწონს“,- აღნიშნავს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის იზიარებს მისი თანაგუნდელის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებას, რომ „ქართული ოცენების“ სიძლიერე, ოპოზიციის სისუსტეშია.

„რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, მის მერე დგას ოპოზიციის სისუსტეზე, თორემ, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ის შეყვარებოდა, გარდა იმისა, რომ ჩასაბეტონებლად გამზადებული სააკაშვილი გაუშვა სახლში. ამის იქით, რაც მოვიდნენ მათი მიერ გაკეთებული მოსაწონი საქმეებით მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ“,- აღნიშნავს ხვიჩია.

ამასთან, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ფულს უხდის სააკაშვილს იმ განცხადებების გამო, რომელსაც მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ იყენებს.

„ ხელისუფლება სინამდვილეში დგას იმაზე, რომ ხალხს აშინებს სააკაშვილის დაბრუნებით. თვითონ კი არ ეშინია სააკაშვილის, ხალხს აშინებს და ეუბნება, მე ხომ იცით როგორი ვარ, ისინი არც კი საუბრობენ, რომ ჩვენ ვართ კარგები. პირიქით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც თვითონ იძახის, რომ ყველაფერი რაზეც ჩემზე ლაპარაკობ უუნარო, სუსტი და ასე შემდეგ, ყველაფერი მართალია, აი, ისინი არიან ჩათლახები. ჩვენ ასეთები ვართ „ქოცები“ ვართ, რაღაცას რომ ვიტყვი, ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება, არჩევნების, გაყალბება, არა ჩვენ მაგას ვერ ვიზამდით, ჩვენ ხომ „ქოცები“ ვართ. აი ისინი, რომ მოვლენ, მერე ნახეთ წამება, გაყალბება და ასე შემდეგ.

ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მე მინდა სააკაშვილის ჩამოსვლა, მაგრამ ის არ ჩამოდის. სააკაშვილს მე ვერ ავუკრძალავ გააქტიურებას, ეს მისი უფლებაა, სააკაშვილი ისეთია, როგორიც არის. „ქართული ოცნება“ იმდენად ხშირად იყენებს სააკაშვილს თავის სასარგებლოდ, ჩემი ვერსიაა, რომ ამაში ის ფულს იხდის, სხვანაირად სისულელე გამოდის“,- აღნიშნავს ხვიჩია.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა