გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.

მათივე ცნობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/statement-58/ “ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით მუშაობს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოფლად სახლს 5000 დევნილი ოჯახისთვის შევიძენთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს