მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება

სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ის გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა, თორემ არჩევნებში აგებდნენ ისე, როგორც არასდროს.

„ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, ბილეთი დადო, რაღაცებს იტყუება, წლებია იტყუება. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს ამ ხალხის მოქმედების არც მისი პარტიის ლიდერების და არც თავად ამ პარტიის თავმჯდომარის. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რამენაირად მუხტი უნდა აწიონ თავის მხარდამჭერებში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, დასაცინი გახდება ეს კაცი. ან მოხვდება ციხეში ამდენი ბაქი-ბუქის შემდეგ, ან ვერ ჩამოვა და კიდევ უფრო დასაცინი გახდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა