იაგო ხვიჩია - მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, მზად ვარ, მათ დავენიძლავო!

როგორც ჩანს, „ქოცებს“ ამ არჩევნებზე ძალიან გაუჭირდათ და ამიტომ მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ ტყუილზე წასვლა და ყველანაირ ნამუსზე ხელის აღება მოსთხოვეს, - ასეთია დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეფასება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ის საქართველოშია.

ხვიჩია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი „უხარისხო ვიდეოებს“ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ავრცელებს და აღვირახსნილ ტყუილს ამბობს.

როგორც იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებაა საჭირო ოპოზიციური ამომრჩევლის წინააღმდეგ, რაშიც სააკაშვილი "ქოცებს" ეხმარება.

„დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მზად ვარ, მათ დავენიძლავო! ზოგადად, ცალკე პრობლემაა, როცა ლაივს შენივე აშენებული ქალაქიდან დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. კაცი ამბობს, აქ ვარო და მე მის თანამოაზრეებს ვერ ვპოულობ, ვინც ამაში დამენიძლავება.

ჩემი მოსაზრებაა: - სააკაშვილი შეთანხმებულია: "ქართულ ოცნებასთან" და ისეთ ვიდეოებს დებს, როგორიც "ქართულ ოცნებას" აწყობს. სააკაშვილის ასეთი ვიდეოები, მით უფრო თუ ის საქართველოში არ არის, ერთადერთი "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სწორედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ამობილიზებს. ჩემი რწმენით, ეს კაცი საქართველოში საერთოდ არ არის და "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ასე ამობილიზებს. როდესაც ხვალ გაირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ოპოზიციური ამომრჩვევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს. თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, წარმოიდგინეთ როგორ აბუჩად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს და როგორ ღია ტყუილზე მიდის, რაც არ დაიმალება. წარმოიდგინეთ, საკუთარი ამომრჩევლის როგორი უპატივცემულობაა, ასეთი იაფფასიანი ტყუილით მოტყუება იმისთვის, რომ არჩევნები "ქართულ ოცნებას" მოაგებინო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა