ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა გრძელდება

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება. მათივე ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან.

ცესკოს ინფორმაციის თანახმად, შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა.

„გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ. თუმცა ჩვენთვის უცნობია ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია.

ამასთან, ასევე გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამომრჩეველთა ბარათების ფოტოები და დეზინფორმაცია, თითქოსდა ზოგიერთ მისამართზე მიიღეს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემული ამომრჩეველთა ბარათები, ან ისეთი პირების ბარათები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა