ანა ბუჩუკური - ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!

ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპირებდა პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურთან დაკავშირებით, ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ისინი ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას დაელოდებიან.

ამასთან, ბუჩუკურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ და „ქართული ოცნებას“ სურს საქართველო „მოჯადოებულ წრეზე ატრიალოს“.

„უპირველესად, მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის! ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ არჩევნების დღეს მიმდინარეობდა უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძლებეთ შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის!რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების დღის ანუ გუშინდელი დღის, 2 ოქტომბრის შეფასებას - გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი - მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს. ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც. ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა!ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!და ბოლოს, ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას. ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!

რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებით, ამაზეც კიდევ ერთხელ ვამბობთ, დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა გიმეორებთ იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სურს ეს ქვეყანა ატრიალოს მოჯადოებულ წრეზე”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო