ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული იყო

მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის - ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მათი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის და ასევე, ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს და განაცხადა, რომ აღნიშნული შედეგები ადასტურებს, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას.

„გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს.

ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათ კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გასწიეს. ასევე მადლობა ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა