თაკო ჩარკვიანი - რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ

რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატამ თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პარტიის წევრები იკრიბებიან.

ჩარკვიანის თქმით, ციხეში ის კი არ უნდა იჯდეს ვინც რუსეთს ებრძვის, არამედ ის, ხელისუფლება, ვინც საზღვრები ღიად დატოვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა "მწვანილისა და არაჟნის კონტეინერით" და რა ინფორმაციას ფლობს ამაზე, ჩარკვიანი პასუხობს, რომ ეს კითხვები უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაუსვან.

"ეს კითხვები უნდა დაუსვან უსაფრთხოების სამსახურს, უზნეო და აღვირახსნილ ხელისუფლებას, რომელიც ჩემი სამშობლოს საზღვრებს არ იცავს. ლილუაშვილი, რომ განაცხადებს, მერე მე გეტყვით ინფორმაციას. ჯერ პასუხი მოვთხოვთ იმათ, ვინც ჩვენი ჯიბიდან იღებს ხელფასს, აგონ პასუხო ჩვენი საზღვრების დაუცველობის გამო, ლილუაშვილმა და ხელისუფლებამ. მათ მიმართ უნდა გვქონდეს კითხვები, როგორ შემოვიდა", -განაცხადა ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია სააკაშვილის საქართველოში ტრაილერით შემოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უსაფრთხოებამ უნდა იცოდეს, როგორ დაიდოდა სააკაშვილი 4 დღე ქუჩაში. "ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ არსებობს და გამზადებულია ანექსიისკენ. რა ვიცი, გადავცეთ? რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო პრემიერმა გახარიამ", - აცხადებს ჩარკვიანი.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა