ისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის და შეძახილების -„მონებო“, „არა გაყალბებას“ ფონზე მიმდინარეობს

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად, შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

"დღეს გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ უბნებზე არის ათობით მეტობით ბიულეტენები, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ გაყალბებულია უბნები. ვითხოვთ, რომ სამართლიანად მოხდეს ამ საჩივრების განხილვა და გადაითვალოს უბნების შედეგები. დღეს აპირებენ, რომ ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღონ. იქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ გადაითვლება ბოლომდე", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.

ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეძახილები "მონებო" და "არა გაყალბებას".

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის და შეძახილების -„მონებო“, „არა გაყალბებას“ ფონზე მიმდინარეობს

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად, შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

"დღეს გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ უბნებზე არის ათობით მეტობით ბიულეტენები, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ გაყალბებულია უბნები. ვითხოვთ, რომ სამართლიანად მოხდეს ამ საჩივრების განხილვა და გადაითვალოს უბნების შედეგები. დღეს აპირებენ, რომ ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღონ. იქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ გადაითვლება ბოლომდე", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.

ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეძახილები "მონებო" და "არა გაყალბებას".

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს