ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ განხორციელდება

ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ განხორციელდება.

ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მოგვიანებით საბჭო კიდევ იმსჯელებს, გაფართოვდება თუ არა ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია.

„დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ასე რომ, ქვეყანა პირველ ეტაპზე რისკის ჯგუფების ვაქცინაციას დაიწყებს. შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინიდან მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს ოფიციალურად ნებადართული მისი გამოყენება 12 წლის ასაკის ჯგუფში“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს