ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების კუთხით დაფინანსების ახალი მოდელი თითქმის მზად არის

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების კუთხით დაფინანსების ახალი მოდელი თითქმის მზად არის. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, მოდელი პროექტის დონეზე მზადაა და ბოლოშია მიყვანილი. მისივე თქმით, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რიგი უმაღლესი სასწავლებლებისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მალე უნდა დაინერგოს.

„რა თქმა უნდა, ყველა მოდელს, რა მოდელიც არ უნდა შევარჩიოთ, მოწინააღმდეგე ეყოლება. იქნება გარკვეული ნაკლოვანებები, რაც ამ მოდელს სხვა მოდელთან შედარებით აქვს. რაც დღეს შემუშავებულია, საკმაოდ კარგი მოდელია, თუმცა აღნიშნული მოდელი რიგ უნივერსიტეტებში გარკვეულწილად რესურსების შემცირებას გამოიწვევს, რადგან უფრო მეტად შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ვისაც ნაკლები შედეგი ექნება, შეიძლება შემცირება გამოიწვიოს. ეს გადასადგმელი ნაბიჯია. უნდა არსებობდეს გარკვეული კონკურენცია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე განმარტებით, დაფინანსების ახალ მოდელზე სრულად გადასვლა ერთ წელიწადში ვერ მოხდება, რადგან სასწავლო ციკლი 4-წლიანია და სტუდენტი, რომელმაც დაფინანსება ერთი მოდელით მიიღო, მას უნდა გაჰყვეს. კაკაურიძის ინფორმაციით, ახალ მოდელზე გადასვლა ახალი ნაკადებით ეტაპობრივად მოხდება.

„ფულად ზრდასთან ერთად, ეფექტიანობის ზრდაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ახალ მოდელზე 2022 წლიდან გადასვლა ბიუჯეტის კუთხით შესაძლებელია. ამასთან, ძალიან არ ვეთანხმები მოდელს, რაც უფასო ფაკულტეტების პროგრამის სახით არსებობს. ვთვლი, რომ არაეფექტური ხარჯია, რაზეც აუდიტის სამსახურის არა ერთი რეკომენდაცია არსებობს. აღნიშნული თანხის გამოთავისუფლება კარგ ეფექტურობაში შეიძლება გადაიზარდოს იმ უნივერსიტეტებში, სადაც მეტი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების თაობაზე თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქვთ მოლოდინი „2022 წლის ნაკადისთვის ახალ მოდელზე ვიფიქროთ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა