დავით ზალკალიანი უნგრეთის ელჩს შეხვდა

უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა ანა მარია შიკომ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდგომაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა უნგრელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება როგორც ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურ დინამიკაში, ასევე წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაში. ამასთან, დაფიქსირდა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროებში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მიმართებით, მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს პრიორიტეტები, ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და პარტნიორთა მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე.

ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ უნგრეთი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი. საუბრისას უნგრელმა დიპლომატმა დააფიქსირა მზაობა, ახალ პოსტზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, -აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა