აშშ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, რომლებიც ავღანეთში დრონებით თავდასხმას შემთხვევით ემსხვერპლნენ, კომპენსაციას გადაუხდის

აშშ-ის ხელისუფლება ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის იმ 10 გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკელი სამხედროების მიერ დრონებით თავდასხმას შემთხვევით ემსხვერპლნენ. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დრონების სამიზნე შემთხვევით აგვისტოში გახდნენ.

პენტაგონმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულების ოჯახის წევრებს აშშ-ში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

შეგახსენებთ, თავდასხმა 29 აგვისტოს მაშინ განხორციელდა, როდესაც აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ძალები გამოჰყავდა. გარდაცვლილებს შორის 7 ბავშვი იყო. ავტომობილში მყოფი პირები ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავით აპირებდნენ და აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა