ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მოგზაურობას კავკასიაში მომდევნო კვირას. აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ახალ რანგში, როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ვეწვევი, რათა განვსაზღვრო გზები კავკასიაში ნატო-ს ჩართულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად,“- წერს ხავიერ კოლომინა.

შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს პირველი ვიზიტით 18-19 ოქტომბერს ეწვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა