The Financial Times - ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობების ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა

ჩინეთმა ახალი ბირთვული შესაძლებლობების ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera Financial Times - ზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ პეკინმა რაკეტა ჯერ კიდევ აგვისტოში გაუშვა.

წყაროთა ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნეს მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა.

,,მისმა კოსმოსურმა შესაძლებლობებმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყურადღებაც კი მიიქცია“ - ვკითხულობთ სტატიაში. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სამი თანამშრომლის განცხადებით, რაკეტა სამიზნეს 32 კილომეტრზე მეტი მანძილით ასცდა. სააგენტოს სხვა ორი თანამშრომლის ინფორმაციით კი, "ტესტმა აჩვენა, რომ ჩინეთმა განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადა ჰიპერსონიურ იარაღზე და იყო ბევრად მოწინავე, ვიდრე ამას ამერიკელი ოფიციალური პირები წარმოიდგენდნენ“.

ჩინეთთან ერთად, შეერთებული შტატები, რუსეთი და სულ მცირე კიდევ ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს ჰიპერსონიულ ტექნოლოგიაზე. ჰიპერსონიული რაკეტები, ისევე როგორც ტრადიციული ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის მიწოდება, ფრენისას ხმის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტ სიჩქარეს ავითარებს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა