"საქართველოს ბანკის" მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

"საქართველოს ბანკი" პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერი რამდენიმე თვის წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად YouTube არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/c/FennecTechStudio

„მომავლის პროფესიებისა და კარიერული განვითარების კუთხით უკვე მომზადდა 29 YouTube ვიდეო, ჩატარდა 4 facebook live. YouTube არხის გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა. Tik Tok- ზე ნახვების რაოდენობა კი უკვე გასცდა მილიონს. დღეს ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ − მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ. წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ ვსაუბრობდით. სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა. მე და ჩემმა მეგობარმა, ბილლიმ, ჩვენი რესურსები გავაერთიანეთ და YouTube არხი შევქმენით. დავუძახეთ მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დავიწყეთ ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად, ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ვხსნით როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენს ვიდეოებს უკვე 143 000 ნახვა აქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი ინტერესი გამოვიწვიეთ, რაც იმას ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს აინტერესებთ ტექნოლოგიების შესწავლა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ უფრო სასარგებლო ვიდეოების შექმნას“,- აცხადებს YouTube არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა.

„ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში, მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა. მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, კვლევების საფუძველზე ის აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. ასეთია ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით პროფესიები. მოხარული ვართ რომ Fennec Tech Studio-სთან პარტნიორობით კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ, სტუდენტმა, უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა მიიღო ინფორმაცია მომავლის, ტექნოლოგიურ პროფესიებზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო