მანდატურის სამსახურში მოსწავლეებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა befriend.mes.gov.ge ამოქმედდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი - befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს, საჭიროების შემთხვევაში, სრული კონფიდენციალურობის დაცვით კვალიფიციური ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვებგვერდი, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, ამჟამად ყოველ სამუშაო დღეს, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.

„ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ონლაინ კონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს.

ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88.

ვებგვერდი befriend.mes.gov.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით - მოზარდების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება