ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, რუთ ჰუბერს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მათვე ცნობით, შვეიცარიის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტის ფინანსური მხარდამჭერია. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. რუთ ჰუბერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარიის განვითარების სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროების მხარდაჭერას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა