ლიზა იასკო - ძალიან განვიცდი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ

ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ. ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ლიზა იასკოს თქმით, მისი მიზანია სააკაშვილს პიროვნულად დაეხმაროს და გადასცეს უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მუდმივ კავშირზეა უკრაინულ მხარესთან და ძალიან უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში.

"სამწუხაროდ, ვხედავ როგორ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ჩანს როგორც მისი სახით, ასევე საუბრითა და ენერგიით. რა თქმა უნდა, მორალურად მხნედ არის, რადგან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, როგორებიც 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი.

ჩემი მიზანია მას დავეხმარო პიროვნულად და გადავცე უკრაინის მხარდაჭერა. მე, როგორც დეპუტატი, მუდმივ კავშირზე ვარ უკრაინულ მხარესთან, ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ის დაპატიმრებულია საქართველოში და მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. არ ვიცი როგორ მდგომარეობაში იქნება, როდესაც შემდეგ ჯერზე ვნახავ”, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო