მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში დავით ბაქრაძე მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე მივიდა.

როგორც ბაქრაძემ ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილთან არა პარტიული საკითხების განსახილველად, არამედ ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლად მივიდა.

“მე აქ არ ვარ პარტიული საკითხების ან დღის წესრიგის განსახილველად, აქ ვარ რადგან, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შეიძლება პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდე, რომ პროცესები არ განვითარდეს 90 წლების მიმართულებით, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ ისეთ უფსკრულში შეიყვანა ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან. მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლადაც, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქ ვარ, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომ ამ ქვეყანამ აღარ გაიაროს ის უბედურება რომელიც 90-იანებში გავიარეთ პრეზიდენტის ტრაგედიის და საზოგადოების გახლეჩის შედეგად”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო