ნიკა მელია - ღარიბაშვილის განცხადებები შოკში აგდებს საერთაშორისო საზოგადოებას - მობილურზე მისდის მესიჯები, რაც უნდა ტირაჟირდეს და ისე საუბრობს, აზრსაც არ ატანს

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შოკში აგდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელთანაც, დროდადრო, მას შეხვედრები აქვს და ესაუბრება დემოკრატიაზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და თითქოს მას ამ დემოკრატიის განვითარება სურს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დროს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი გაიმარჯვებს, ცენტრალური მთავრობის გარეშე მას პერსპექტივა არ აქვს.

მელიას თქმით, 30 ოქტომბერს ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მკაცრი, მშვიდი, მაგრამ მყარი რეაქცია ამ „უმსგავსობაზე, რასაც ღარიბაშვილი სჩადის“ ბოლო დღეებში.

„ბოლო დღეებში ბატონი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ, თურმე, შეუძლებელია და დანაშაულია, თუ ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა და თითქოს ეს სახელმწიფოს ჩამოშლის. გეუბნებით, არც მეტი, არც ნაკლები, ის საერთაშორისო საზოგადოებას შოკში აგდებს, რადგან ევროპული დემოკრატია ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და პარტიებზე. ამ ლოგიკით, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ოდესმე ვინმემ მოიპოვოს გამარჯვება, გარდა "ქართული ოცნებისა", რადგან ამას ეძლევა შემდეგი კვალიფიკაცია, თითქოს ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის ტოლფასი და პარალიზებული იქნება ესა თუ ის მუნიციპალიტეტი. ამ ლოგიკით, რატომ იღებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი მე-2 ტურში მონაწილეობას? იქ ხომ საკრებულო მთლიანად ოპოზიციურია? რატომ იღებს რუსთავში "ოცნების" კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას, იქ უკვე დაკომპლექტებულია საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების მიერ. იგივე ხდება ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებში. რა აზრი აქვს მაშინ მათ მონაწილეობას?

დილით ბატონ ღარიბაშვილს მობილურზე მისდის მესიჯები, რაც უნდა ტირაჟირდეს მის მიერ და ისე საუბრობს, აზრსაც არ ატანს, მაგრამ მერწმუნეთ, საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირება უკვე აქვს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს