ეროვნულ სკრინინგ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროექტი დაიწყო

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის კოლაბორაციით, თბილისში საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, ის რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა და პროექტიც ოფიციალურად დაიწყო. ლაბორატორიის გახსნას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და Roche Diagnostic-ის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლომსაძე დაესწრო.

პროექტის მნიშვნელობაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს, კიბოს სკრინინგში არსებული მსოფლიოს თანამედროვე მიდგომები დანერგოს და უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რათა მოქალაქეებმა სრულფასოვანი და საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

მაღალტექნოლოგიური კვლევების, კერძოდ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდის დანერგვამ ქალის ორგანიზმში აღნიშნული ვირუსის გამოვლენა შესაძლებელი გახადა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება წარმატებით დაიწყო. კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 30-60 წლის ქალები შეძლებენ, რომლებიც კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს