ნიკა მელია - შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს - გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით ამ ქალაქში დომინანტები

ვაზისუბანში, #62-ე საარჩევნო უბანზე ელოექტროენერგია გაითიშა, რამაც ხმაური გამოიწვია. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. მასთან მიახლოებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა პოლიციამ ისინი ვითარებას განარიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საარჩევნო დივერსია. მისი თქმით, შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.

„ძალიან მშვიდად ვიყოთ, არ ავყვეთ ამათ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ავყევით მათ დაპირისპირებაში და ზიზღის, მტრობის ფრქვევაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, სადაც შუქს აქრობენ. გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მართველობა, სადაც თქვენ თქვენი ადგილი გექნებათ, მაგრამ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ“,-განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა