ალბერტ იონსონი - „ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, ეს ეხება, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას

„ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, - ამის შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის.

„ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას. 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების ხელახალი გადათვლა მოახდინეს. ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში 2 ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნო დაინტერესებულ მხარეებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. სათანადო რეგულირების არარსებობის გამო გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტურის სრულყოფილად ჩაშლილი შედეგები, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა.

პირველი ტურის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით 1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, მათგან 900 საჩივრით მოთხოვნილი იყო გადათვლა და ძირითადად ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის, ასევე მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად, რაც ეწინააღმდეგება ოდირის მიერ უკვე მრავალ გზის გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შედეგად როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისე სასამართლოებს ფართო დისკრეცია ჰქონდათ გადათვლის შესახებ მოთხოვნების განხილვისას“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს