შალვა პაპუაშვილი - გვესმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ, თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ხელისუფლება, მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს

გვესმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ - თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ჩვენი ხელისუფლება, ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

"ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ღია ცის ქვეშ თავისუფლად შეკრება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი, არასწორი, ობიექტურ ჭეშმარიტებას აცდენილი იყოს ეს პოზიცია. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს შეუძლია ამით ისარგებლოს. (სუს- ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების) საქმის ფიგურანტებმა დაადასტურეს, არ უარყვეს ყოველ შემთხვევაში, საკუთარი მონაწილეობა ასეთი სახის საუბრებში. ზოგი ამას ღიადაც საუბრობს და არც მალავს, მათ შორის გუშინდელი დღის შემდეგ გვესმის პირდაპირ მოწოდებები ძალადობისკენ, როგორც ჩანს ჯერჯერობით პოლიტიკური მოწოდებების სახით არის ეს. ორი რამეა მნიშვნელოვანი, ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება და ამ ჩარჩოში ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს და მეორე - ქვეყანაში მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსი და თუკი რაიმე ქმედება გადავა ზღვარს, ჩვენი ხელისუფლება ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი - გვესმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ, თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ხელისუფლება, მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს

გვესმის პირდაპირი მოწოდებები ძალადობისკენ - თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ჩვენი ხელისუფლება, ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

"ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ღია ცის ქვეშ თავისუფლად შეკრება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი, არასწორი, ობიექტურ ჭეშმარიტებას აცდენილი იყოს ეს პოზიცია. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს შეუძლია ამით ისარგებლოს. (სუს- ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების) საქმის ფიგურანტებმა დაადასტურეს, არ უარყვეს ყოველ შემთხვევაში, საკუთარი მონაწილეობა ასეთი სახის საუბრებში. ზოგი ამას ღიადაც საუბრობს და არც მალავს, მათ შორის გუშინდელი დღის შემდეგ გვესმის პირდაპირ მოწოდებები ძალადობისკენ, როგორც ჩანს ჯერჯერობით პოლიტიკური მოწოდებების სახით არის ეს. ორი რამეა მნიშვნელოვანი, ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება და ამ ჩარჩოში ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს და მეორე - ქვეყანაში მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსი და თუკი რაიმე ქმედება გადავა ზღვარს, ჩვენი ხელისუფლება ხედავთ, რომ მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო