გიგი უგულავა - დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას ყველგან, მივა ღარიბაშვილი სადღაც, დახვდება ბევრი ადამიანი, სადაც კვერცხს ესვრიან, ვიღაც კალაძეს მიუვარდება -  ასე არ იქნება, გაპრანჭულმა იაროთ

დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას ყველგან, მივა ღარიბაშვილი სადღაც, დახვდება ბევრი ადამიანი, სადაც ესვრიან კვერცხს, ვიღაც კალაძეს მიუვარდება - ასე არ იქნება, ადამიანი გამოკეტოთ, მოკლათ, არჩევნები მიითვისოთ და შემდეგ გაპრანჭულმა იაროთ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უგულავას თქმით, არ არის გამორიცხული შიმშილობა დაიწყოს.

როგორც უგულავა აცხადებს, მხოლოდ ერთი კაცი არ უნდა იყოს დისკომფორტში.

„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა. ერთი კაცის დისკომფორტი კი არ უნდა იყოს და დანარჩენები კომფორტში, დისკომფორტი უნდა შეუქმნა საკუთარ თავს და დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას ყველგან. მივა ღარიბაშვილი სადღაც, იქ დახვდება ბევრი ადამიანი, სადაც ესვრიან კვერცხს - ასეთი იქნება მრავალი, ათასი. ვიღაცა სარფიდან რუსთავამდე ფეხით წამოვა, ვიღაცა მიუვარდება ღარიბაშვილს, ვიღაცა მიუვარდება კალაძეს. ასე არ იქნება, - თქვენ ადამიანი გამოკეტოთ, მოკლათ, არჩევნები მიითვისოთ და შემდეგ გაპრანჭულმა იაროთ იქ და ზღაპრები მოგვიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობაზე მაშინ, როდესაც ქვეყანა ინგრევა“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, დეპუტატის მანდატის დატოვება არასწორია, რადგან, მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო და სრულად პროპორციული არჩევნები მივიღოთ, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ხმები საკანონმდებლო ორგანოში.

„პრაგმატულად, დღეს ვთვლი, რომ პარლამენტის დატოვება არ არის სწორი, ერთი მიზეზის გამო - როდესაც ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო, სრულად პროპორციულ არჩევნებს, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამას ოპოზიციის ხმები სჭირდება“, - აღნიშნა უგულავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა