გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს. აღნიშნულის შესახებ მერაბ კობიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში მოიპოვება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. მხოლოდ და მხოლოდ ამას ველოდები. მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას და გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანენ", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა