დავით ბაქრაძე ფრაქცია „ლელოში“ შესაძლო გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფრაქცია „ლელოში“ მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ბაქრაძემ განმარტა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს „ლელოსთან“, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთა ამოცანა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა, თუმცა რჩება პარტიული პოლიტიკის მიღმა.

„არ ვადასტურებ ინფორმაციას, თითქოს მიმდინარეობს კონსულტაციები „ლელოში“ ჩემს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე ვთანამშრომლობ ძალიან კარგად და მჭიდროდ „ლელოსთან“, ისევე როგორც ვთანამშრომლობ კარგად ყველა იმ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ვისი ამოცანაც არის ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა და უკეთესი და ევროპული ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ ვგეგმავ ჩემი უპარტიო სტატუსის შეცვლას და ვრჩები პარტიული პოლიტიკის მიღმა. მე ვაგრძელებ ოპოზიციაში ყოფნას, ვაგრძელებ „ლელოსთან“ და ყველა სხვა შესაბამის ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას, მაგრამ არ ვგეგმავ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა