პრემიერი - ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში

ბოლო ათწლეულში ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგანან.

„მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, გასაძლიერებლად. ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ დღეს დიპლომატის დღე აღინიშნება. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

მოგეხსენებათ, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ სულხან-საბას სახელს უკავშირდება როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომელიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. თავის დროზე, კარგად მოგეხსენებათ, რომ სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს, ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა და ბოლო ათწლეულში ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში დგახართ ქართველი დიპლომატები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს