განათლების სამინისტრო - მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის უპრეცედენტო პროექტი აამოქმედა

პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია.

„მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული მედიატორები: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.

სასკოლო მედიაციის კონცეფცია და მედიაციის გაწევის წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.

საწყის ეტაპზე, სასკოლო მედიაცია საპილოტედ შერჩეულ, საქართველოს 29 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მათ შორის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისში“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?