სოზარ სუბარი - გავიგე, რომ ელენე ხოშტარია ცუდად გახდა და მოვედი - ვიცი, არ გაიზიარებს არც ჩემს თხოვნას, არც მოწოდებას, თუმცა, ერთადერთი თხოვნა მექნება, გადასხმები მაინც გაიკეთოს

ელენეს ამ აქციას და მას ზოგადად, როგორც პოლიტკოსს და ადამიანს ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მისი სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი აწარმოებენ მონიტორინგს სააკაშვილთან დაკავშირებით და მათზე უკეთ არავინ იცის, როდის რა ესაჭიროება ადამიანს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ელენე ხოშტარია არ გაიზიარებს, მისი თხოვნა მაინც ის იქნება, რომ გადასხმა მაინც გაიკეთოს.

„ბიურო დამთავრდა თუ არა, გავიგე, რომ ცუდად გახდა, მოვედი, ამ წუთში უკეთესად არის, თუმცა, გასაგებია, რომ შიმშილობის დროს მსგავსი რამ შეიძლება კიდევ განმეორდეს. კარგად ვიცი, არ გაიზიარებს არც ჩემს თხოვნას, არც მოწოდებას, თუმცა, ერთადერთი თხოვნაც და მოწოდებაც ეს მექნება, რომ თუ შეწყვეტს შიმშილობას ყველაზე კარგი, მაგრამ გადასხმები მაინც გაიკეთოს, რომ ამით მის ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს. ელენეს ამ აქციას და მას ზოგადად, როგორც პოლიტკოსს და ადამიანს ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მისი სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი, რომელიც შექმნილია, ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ და მათზე უკეთ არავინ იცის როდის, რა ესაჭიროება ადამიანს. ჯერჯერობით არც კონსილიუმს უთქვამს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა, ამას არც შიგნით სასჯელაღსრულების ექიმები არ ამბობენ. თუ საჭირო იქნება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას", - განაცხადა სუბარმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს