რომან გოცირიძე - კაცმა არ იცის, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გამოყვანა, ეს რომ ნებაყოფლობით არ მოხდებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ

რაც დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა, არაცივილიზებული და ველური ფორმაა - მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი აიყვანეს ცაში და 1 საათი, თუ საათნახევარი ვერტმფრენით დააფრენინებდნენ, კაცმა არ იცის როგორ მოხდა მისი საკნიდან გამოყვანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ხელისუფლება ადამიანის სიცოცხლეს რისკავს.

"ღარიბაშვილმა მოგვიწოდა დიალოგისკენ. ვინ მოგვიწოდებს დიალოგისკენ? ანტივაქსერი ადამიანი, რომელმაც დღესაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ პანდემიის პერიოდში ათასობით ადამიანის სიკვდილს შეუწყობს ხელს.

ის ადამიანი მოგვიწოდებს დიალოგისკენ, რომლის ენაც მთელი ამ თვეების განმავლობაში სიძულვილის გამოხატულება იყო და თავდასხმა ოპოზიციაზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი. ახლა გაახსენდა დიალოგი?! დიალოგი არის ცივილიზებული ურთიერთობის ფორმა. ის ფორმა, რაც დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა არაცივილიზებული, ველური ფორმაა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი აიყვანეს ცაში და 1 საათი, თუ საათნახევარი ვერტმფრენით დააფრენინებდნენ. კაცმა არ იცის, როგორ მოხდა მისი საკნიდან გამოყვანა. ეს რომ ნებაყოფილობით არ მოხდებოდა ამაში დარწმუნებული ვარ, ასევე იმაშიც, რომ ვერტმფრენში რეანიმაციის აპარატურა არ იქნებოდა. რისკავს ადამიანის სიცოცხლეს. რა ენა ესმის ხელისუფლებას? დიალოგის ენა მათი ფანდია“, - აღნიშნავს გოცირიძე.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს