იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით წააგო და სიტუაციის ესკელაციას ხელი ძალით შეუწყო

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკელაციას ხელი ძალით შეუწყო. მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის” ტრაგედია იქნება, სიმპატიები სააკაშვილისკენ გადაიხაროს, როგორც "საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებში აღმოჩნდა".

„ტელევიზიით ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს და სადღაც მიდის, რაც დამაჯერებელია, რომ შეიძლება ტყუილის შედეგი ყოფილიყო. ჩემთვის უფრო შემაშფოთებელი მეორე ნაწილია, როცა მას ციხეში პატიმრების და ვიღაცების გინება ასმენინეს. მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, არ ვიცი და არ მინდა ჭორებზე ვილაპარაკო, მაგრამ სააკაშვილი როგორც არ უნდა მოგვწონდეს და მის მიმართ რა სახის პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს, მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს, მათ შორის მის მოწინააღმდეგეებს არ უნდათ, რომ სააკაშვილი ისეთ ადგილას იყოს, სადაც მას ქურდები და "ძველი ბიჭები" აგინებენ. მგონია, რომ ხელისუფლება ამდენს ტყუილად ბედავს, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი განწყობა ხელისუფლების მიმართ დაგროვდა. ადამიანების ფსიქიკა და ნერვები წკიპზეა. აქამდე თუ მათ აკავებდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობდა და ამით ანეიტრალებდნენ, “ქართული ოცნებისთვის” იქნება ტრაგედია, რომ ადამიანებს სააკაშვილი შეეცოდოთ და სიმპატიები მისკენ გადაიხაროს, როგორც საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებში აღმოჩნდა. ეს “ქართული ოცნებისთვის” ძალიან ცუდად დამთავრდება და კარგად არ დასრულდება არც საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, სააკაშვილის დედის და 89 უკრაინელი დეპუტატის თხოვნა გაითვალისწინოს და ის სამკურნალოდ გააგზავნონ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ საზღვარგარეთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს