ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ, მათთვის მიუღებელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად მიხეილ სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ ადვოკატი ბექა ბასილაია არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ, რადგან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქ მოვიდეს.

როგორც სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს