სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტიზა განხორციელდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა განხორციელდება.

გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაესწრება.

ამასთანავე, როგორც გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დღესვე დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც უნდა მოხდეს სხეულის გარეგანი დათვალიერება. ექსპერტიზას, სააკაშვილის მოწვევით მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება.

„დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი სამოსის ნივთმტკიცების სახით ამოღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ სააკაშვილი გამოკითხვის ოქმში დააფიქსირებს პოზიციას.

„ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით.

რაც შეეხება მისი დათვალიერების ოქმს, ის გამოთხოვილია გამოძიების დაწყების დღესვე - ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო:სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტიზა განხორციელდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტიზა განხორციელდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა განხორციელდება.

გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაესწრება.

ამასთანავე, როგორც გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დღესვე დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც უნდა მოხდეს სხეულის გარეგანი დათვალიერება. ექსპერტიზას, სააკაშვილის მოწვევით მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება.

„დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი სამოსის ნივთმტკიცების სახით ამოღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ სააკაშვილი გამოკითხვის ოქმში დააფიქსირებს პოზიციას.

„ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით.

რაც შეეხება მისი დათვალიერების ოქმს, ის გამოთხოვილია გამოძიების დაწყების დღესვე - ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო:სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტიზა განხორციელდება

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ