Nexia - წლის გლობალური ქსელი

2021 წლის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021), რომელიც უკვე 10 წელია ყოველწლიურად #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ორგანიზებით იმართება ლონდონში, Nexia-მ ორი მთავარი ჯილდო აიღო: Nexia International (Nexia) საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების “წლის ქსელად” დასახელდა (Network of the Year), ხოლო Nexia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ არნოლდმა, Lifetime Achievement ჯილდო მიიღო.

ლონდონის ყოველწლიური ღონისძიება ფირმებს საუკეთესო და თანამედროვე ბუღალტერიაში ყველაზე ინოვაციური მიდგომების გამოყენების მიხედვით აფასებს.

2020 წელს Nexia-ს ქსელი კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს უმსხვილეს გლობალურ სააღრიცხვო ქსელებს შორის მე-8 პოზიცია დაიკავა. მისმა შემოსავალმა 4,5 მილიარდი აშშ დოლარით, წინა წელთან შედარებით 5%-ინი ზრდა დააფიქსირა.

ზრდის გაგრძელებისა და შემდგომი მიღწევებისთვის წევრების მიერ ახალი სტრატეგიის შემუშავება მოხდა, 17 000 ნექსიელის ჩართულობით დაინერგა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქსელის პოპულარიზაციას. 85-ზე მეტი ვირტუალური ღონისძიების მეშვეობით ცოდნის გაზიარება და საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება იყო განმაპირობებლი ფაქტორები იმისა, რომ Nexia-ს გლობალურმა ქსელმა „წლის ქსელის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

გენერალური დირექტორის, კევინ არნოლდის, როლი ქსელის წარმატებაში გადამწყვეტია. Nexia-ს პოზიციები - საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ტოპ-ათეულში შემავალი ბრენდი - მისმა ლიდერობამ, სტრატეგიულმა ხედვამ და "member first" მანტრამ განაპირობა. 2021 წლის ჯილდო Lifetime Achievement („ცხოვრების მიღწევა“) სწორედ კევინის განსაკუთრებულ ღვაწლს, ბრენდში ჩადებულ ენერგიასა და ერთგულებას ადასტურებს.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ჯონ ლისბი, FCA FIIA-ს დირექტორი გლობალური ალიანსის საკონსულტაციო სერვისებიდან, კრის ბიგსი, პარტნიორი Theta Global Advisors-ში, რობ ბრაუნი, BD აკადემიის დამფუძნებელი და კრისტინ ნიკოლსონი, რომელმაც მოიგო გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს მენტორი 2020 წელს.

Nexia TA-ს ყოველწლიურ სტაბილურ ზრდას თავისი წვლილი შეაქვს გლობალური ქსელის განვითარებაში. კომპანიამ 2017 წელს, დაფუძნებიდან სულ რაღაც 3 წელში, შეძლო Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიეღო ტიტული – „წლის კომპანია“. 2018 წელს კი Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – Accounting Capacity Building Champion 2018.

Nexia TA-ს კამპანია - „სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“ - 2021 წლის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021) მოხვდა ფინალისტებს შორის ნომინაციაში "წლის საკომუნიკაციო კამპანია" (Communications Campaign of the Year).

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა