გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს მიაწდვის სტრასბურგის სასამართლოს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.

„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება. საერთოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო, მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და არ შეიძლება ერთმანეთს ანგარიში არ გავუწიოთ. გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი საქართველო და თანაცხოვრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავლახოთ ეს დაუსრულებელი კრიზისი, რაც გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივია ახსნა და განმარტება. სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმე მიიღო საგამონაკლისო წესით და მუდმივ მონიტორინგზე აიყვანა. ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერ თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ და სწორედ ამიტომ მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. დღეს რა კადრებიც გავრცელდა, ამას თუ მიაწვდიან, მე ვფიქრობ დიდი პრობლემა იქნება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა