გიგი უგულავა - ამ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს წესი, კანონი და არაფერი

ამ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს წესი, კანონი და არაფერი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს.

„გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია. მეორე, ლოგიკას ნუ ვეძებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. რატომ გამოაქვეყნეს, რაში დასჭირდათ, გუშინ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ? გუშინ ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ თავის ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან და ამის კადრები გვანახეს?! თუ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან, მაშინ გლდანში რატომ „გაჭედა“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა