იაგო ხვიჩია - სასამართლო სხდომაზე არდასწრებით „ქოცები“ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან - უფლებების დარღვევა სახეზეა

სასამართლო სხდომაზე არდასწრებით „ქოცები“ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან - უფლებების დარღვევა სახეზეა და სამწუხაროდ, შეგუებული ვართ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ „ამ ქვეყნის მშენებლობაში, მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში უდიდესი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის“.

რაც შეეხება დეპუტატების შიმშილობას, როგორც ხვიჩია აცხადებს, „ადამიანის გასათავისუფლებლად შიმშილობა ეფექტური გზა არ უნდა იყოს“.

მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ. მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამას ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. კარგი იქნებოდა, ამას მისი თანაგუნდელები აყოლოდნენ. მისი, როგორც პატიმრის და ბრალდებულის უფლების შეზღუდვაა, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს და მისი უფლებები დაიცვას. კონსტიტუციური უფლებაა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა