შალვა პაპუაშვილი - “ლელო” ამომრჩევლისადმი უპატივცემულობას რომ იჩენდა, ხმები ამიტომ დაკარგა

როცა პარლამენტის წევრის მანდატს დებ და პარლამენტიდან გადიხარ, პატივს არ სცემ საკუთარ ამომრჩეველს, - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვების შესახებ.

პაპუაშვილის თქმით, ის, რომ “ლელოს” სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან და მხოლოდ ერთი გადის, ამომრჩევლის უპატივცემულობის ნიშანია.

“ლელო” უპატივცემულობას რომ იჩენდა, ხმები სწორედ ამიტომ დაკარგა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით, ეს იყო დაახლოებით 50 ათასი. “ლელო” არის “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი. იყო კვალის არევისა და თვალის ახვევის ილეთი იმისთვის, რომ ხალხისთვის მიეყიდათ, როგორც მესამე ძალა, თუმცა ის “ნაციონალური მოძრაობის” დანამატია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ