ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ ერიდება ისეთი ადამიანების შეშვებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას გამოგვიტანდნენ

„ქართული ოცნება“ ერიდება ისეთი ადამიანების შეშვებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას გამოგვიტანდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს უკვე ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია.

„ქართული ოცნების“ პოზიციაა კუნთებით თამაში და საზოგადოებასთან ასე საუბარი: „მე როგორც მინდა ისე მოვიქცევი, ისე მოვექცევი პატიმარს და დამიჯერეთ მე და არა სპეციალისტებს და ექიმებს, არა სახალხო დამცველს“, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სანახავად ჩამოვიდა ან ევროპარლამენტარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ობიექტურად შეაფასებდა ვითარებას. „ქართული ოცნების“ ქცევა, რომელმაც დახურა მთლიანად ეს დაწესებულება, იქ არ უშვებს ისეთ ადამიანებს, რომელთა განცხადებაც შესაძლოა, სანდო იყოს და ვთანხმდებით, რომ სანდო იქნება ევროპარლამენტარების განცხადება ამ მდგომარეობაზე, ისინი ასეთ ადამიანებს არ უშვებენ ამ დაწესებულებაში, ეს თავიდანვე ქმნის განცდას, რომ „ქართული ოცნება“ ერიდება ისეთი ადამიანების შეშვებას დაწესებულებაში, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას გამოგვიტანდნენ. ეს უკვე ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება, ისევე როგორც სამართალდამცავი ორგანოები ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რიგ შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად რესურსი არ ჰყოფნის, რიგ შემთხვევაში კი საკმაო რესურსი აქვს აქციაზე გამოსული ადამიანების დასაკავებლად.

„როდესაც ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ ვერ დაიცავს უსაფრთხოებას ნებისმიერი პატიმრის, ნებისმიერი ადამიანის და ეს პირველად არ გვესმის, ჩვენ გვახსოვს კარგად, რომ 5-6 ივლისს მოვისმინეთ განცხადება, რომ არ გვაქვს ამდენი რესურსი სახელმწიფოს, რომ დავიცვათ მოქალაქეო, მაშინ, როდესაც 2 დღის წინ, როდესაც გამოცხადდა აქცია - ქუჩის გადაკეტვა თუ სხვა სახის პროტესტი, რამდენიმე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის შემცველი. პირდაპირ უთხრეს საზოგადოებას, ჩვენ გვაქვს რესურსი, თუ გადაცდომას დავინახავთ დაგიჭერთო. ანუ ხელისუფლების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოებისა თუ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კეთდება პოლიტიკური ტიპის ორმაგი სტანდარტის მქონე განცხადებები, როდესაც მათ სჭირდებათ მუქარის შემცველი, როდესაც მათ სჭირდებათ რესურსი არ აქვთ. დამანგრეველია გვესმოდეს პარლამენტარისგან და პრემიერ-მინისტრისგან განცხადება, რომ ისინი ვერ შეძლებენ რომელიმე შენობაში კონკრეტული ადამიანის უსაფრთხოების დაცვას ან შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოების დაცვას, ეს არის დამანგრეველი, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ კრიზისთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ აცნობიერებს საითკენ შეიძლება წაიყვანოს ქვეყანა და სახელმწიფოებრიობასაც უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა