“ჯეოქეისის” თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ქართველოლოგიის დღესთან დაკავშირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

“ჯეოქეისის” თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ქართველოლოგიის დღესთან დაკავშირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯეოქეისი” ავრცელებს.

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის მთავარი თემა - "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა: 30 წლის შემდეგ" იყო, თავი მოუყარა დიპლომატებს, სახელმწიფო მოხელეებს, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთიდან. კონფერენცია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვით გაიხსნა.

კონფერენციას მოდერატორობას ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერები, თამარა დრაგაძე, ნინა ფორაქიშვილი და პროფესორი პიტერ ლიდიარდი უწევდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წელი და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მოვლენები. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირთან ასოცირებისა და 2014 წელს რატიფიცირებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, ასევე, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

ყიფიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა დღესაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მიერ მკაფიოდ გაცხადებული მისწრაფება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საერთო სისტემაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„როგორც ბოლო წლებმა ცხადად აჩვენა, მშვიდობა და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციას, უზრუნველყოფს მის შიდა მდგრადობას და ევროპასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესს უფრო ხანმოკლეს, უსაფრთხოს და იოლს გახდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ მხრივ მცდელობა არ დავაკლოთ, თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგანაც იმავეს მოველით. ეს მეტად მნიშვნელოვანია და, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობები სათანადოდ იქნება დაფასებული“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა

მათივე ცნობით, ქართველოლოგიის დღე წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტში 1987 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ბრიტანელი საზოგადოებისათვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა