პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ წვეულებათა დარბაზში „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართება.

ღონისძიებაზე გამოვლინდებიან პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია, კონკურსზე სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, ათასწლეულის ფონდის ხელმძღვანელები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროს და ინდუსტრიის წარმომადგენლები.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს