დავით სერგეენკო - სააკაშვილის მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა - თუ მათი გაკეთება ადგილზე შეუძლებელი აღმოჩნდება, პაციენტი სხვაგან იქნება გადაყვანილი

მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით გავწერეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა, რომლებიც მკურნალობის და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ - თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება ადგილზე, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში აუცილებელი იყო ნევროლოგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. სერგეენკოს ინფორმაციით, ნევროლოგმა სააკაშვილი უკვე მოინახულა ღამის განმავლობაში, ასევე სავარაუდოდ, მას მოინახულებდა გასტროენეროლოგიც.

"პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც და დამეთანხმნენ, ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედი გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია. გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი - ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება იქ პაციენტი, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,"- განაცხადა სერგეენკომ.

ის ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ მედიკამენტების მიღებას წყვეტს და აღნიშნა, რომ როცა ხოშტარია მოინახულა, მისი სომატური ჯანმრთელობა უკვე დამძიმებული იყო, ამიტომ ურჩევს გადაწყვეტილებას გადახედოს.

"მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯამრთელობა, ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს,"- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა