„თიბისის“ პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა

„თიბისის“, როგორც პროექტის წარმდგენისა და გენერალური პარტნიორობით საქართველოში Harvard Business Review-ს ახალი წიგნების ქართული თარგმანები გამოიცა.

„თიბისის“ ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ჯეპრა“ (Gepra).

„HBR-ის გზამკლევთა სერიას სამი ახალი წიგნი შეემატება:

  1. HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის;
  2. HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის;
  3. HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში.

ახალი გამოცემების პრეზენტაცია 19 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგება, სადაც გაიმართება საპანელო დისკუსია ბიზნეს ლიტერატურის, ბიზნეს განათლების, პროდუქტიულობისა და გუნდის მოტივაციის თემებზე.

„თიბისი“ კონცეპტის და მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლები წიგნების შესაძენად განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

„თიბისის“ მხარდაჭერით Harvard-ის სამი გზამკლვევი ითარგმნა, დღეიდან ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას. ამ დრომდე ჩვენმა გამომცემლობამ უკვე მოახერხა 9 ბესტსელერის ქართულ ენაზე თარგმნა. ახალ სამეულშია წიგნები რომელიც ეხება პროდუქტიულობას, სტრატეგიას და გუნდის მოტივირებას. წიგნების შერჩევის პროცესზეც თიბისის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, გვჯერა რომ ეს ის თემებია, რაც დღეს ქართველ მკითხველს აინტერესებს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რომელიც აქტიურად ყიდულობს წიგნებს, ჩვენს სარედაქციო გუნდს და მხარდაჭერებს პროექტის უმოკლეს ვადებში განხორციელებისათვის’’, - განაცხადა ბიზნესმედია საშუალება „მარკეტერის“ დამფუძნებელმა, აკო ახალაიამ.

„ეს გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც საერთო საგანმანათლებლო კუთხით, ისე ყველა ასაკის დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესის, ლიდერის, სტარტაპერის, სტუდენტისთვის. ჰარვარდის, ქეისებზე და კვლევაზე ბაზირებული სწავლის მეთოდი, სრულიად გასაგებ და პრაქტიკულ ენაზე ხსნის ურთულეს თეორიებს მენეჯმენტში, ორგანიზაციულ მოწყობაში, ლიდერობაში. ამ მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რაც თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა „თიბისის“ ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნინო ეგაძემ.

ცნობისთვის, „ჯეპრა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე 2002 წლიდან მუშაობს. კომპანია თავის პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას.

„თიბისი“ ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივით გამოირჩევა. ბიზნესსაქმიანობის გამარტივებისთვის, „თიბისი ბიზნესის“ სფეროს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, განათლების გაღრმავებაშიც უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, გახდა თიბისი Harvard Business Review-ს ოფიციალური პარტნიორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა