სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის (ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae) კვლევა.

„ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, შესაძლებელია, ერთდროულად, ორივე ინფექცია ფიქსირდებოდეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების დიაგნოსტიკა მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხორციელფება.

ლაბორატორიული ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae დნმ შემცველი გენომის მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნოზემა Apis და ასევე ნოზემა Ceranae მულტიფლექს RT-PCR სადიაგნოსტიკო ნაკრების საშუალებით.

აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა მეფუტკრეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ.

საჭიროა, მეფუტკრემ დაავადების ადრეულ სტადიაზე მიმართოს ლაბორატორიას.

დროული დიაგნოსტიკა ზარალის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა