პრობაციის სააგენტოს ბენეფიციარებს  ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციას ასოციაცია „ჰერა XXI“ გაუწევს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციას ასოციაცია „ჰერა XXI“ გაუწევს. ამასთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ასოციაცია „ჰერა XXI“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო წულეისკირმა მოაწერეს.

„შეთანხმების მიხედვით, ასოციაციის სპეციალისტები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფენ. ისინი სააგენტოს ბენეფიციარებსა და სოციალურ მუშაკებს საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩაუტარებენ. გაუწევენ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ექიმი რეპროდუქტოლოგი სოციალურ მუშაკებს მიმართულების ძირითად ასპექტებს გააცნობს და ცენტრის ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური პორტრეტების შედგენისთვის, კითხვარებს შეიმუშავებს.

სერვისით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 10 ბენეფიციარი ისარგებლებს, ხოლო განრიდებული და არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის საჭიროებებზე მორგებული გაერთიანებული თემატური საგანმანათლებლო სესია ჩატარდება.

თანამშრომლობა სააგენტოს ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში ხელშეწყობას ემსახურება. მისი გაგრძელების უზრუნველსაყოფად, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები დაიგეგმება.

ასოციაცია „ჰერა XXI“-ისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრის ფსიქოლოგი International Planned Parenthood Federation (IPPF)-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობდა. სწავლება სექსუალურად ტრანსაგრესიული ქცევის შეფასებისა და რეაგირების ინოვაციურ მიდგომას ეხებოდა, რომლის დანერგვაც საქართველოში სამომავლოდ იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა